(+ვიდეო) გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნო ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

ვიდეო მიმართვა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩემი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას. ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ვსწავლობდით თავისუფლებას და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად. განვლილი 4 წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო. მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო და, რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას. ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა. ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს“, – ნათქვამია მიმართვაში.

https://www.youtube.com/watch?v=1hzgR-wgbqM

 

banner
წინა სტატიაში“700 ბიულეტინი უნდა ჩაიყაროს და ქართულად არავინ არ უნდა ილაპარაკოს” – რა დავალება გასცა სუს-მა?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ახალაიები არ დაბრუნდებიან