(video) ღარიბაშვილი და მისი სიმამრი პრეზიდენტის კართან იყვნენ ატუზული-ვინ თხოვს მარგველაშვილს პატიმრების შეწყალებას

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, აცხადებს, რომ მან შეწყალების პროცესის საკითხს თავის დროზე საკუტარი ნერვები და რეპუტაცია შესწირა, თუმცა მაშინ ამ საკითხის დაცვა მოახერხა.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და აქამდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვა.

„ღარიბაშვილს პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების წართმევა სურდა და დღეს მთავრობა ატუზული არის პრეზიდენტის კართან და ეხვეწებიან თითოეულ პატიმარზე, მათ შორის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზაშვილი იყო ატუზული პრეზიდენტის კარზე და ითხოვდა მისი თანამესაკნის, საშინელი დანაშაულის გამო გასამართლებული კაცის, ულგარ ალიევის, გათავისუფლებას. შეწყალების კომისიამ უარი ვუთხარით ამ კაცს, სოზარ სუბარი პირადად მეხვეწებოდა საკუთარ კაბინეტში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ დღეს შესაძლოა, ბევრ ადამიანს რუსთავი2 არ მოსწონდეს, თუმცა ამის დავიწყება აუცილებელია, რადგან ხელისუფლება ტელევიზიის ჯიბეში ჩადებას ცდილობს.

„დღეს რუსთავი2 არის საჭირო, რომ ამ პოზიციით და ამ შინაარსით იყოს ქვეყანაში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშილმა.

 

https://youtu.be/PUf_Z3UpTcw

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის სიძე მექრთამე იყო
შემდეგი სტატია(video) თამარ კორძაია პარტიის სახელით მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართავს