(Video) გელა ხვედელიძის თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მოჭიდავეები იყვნენ – ამის შესახებ ელისო კილაძეს თავად ხვედელიძემ განუცხადა

„გელა ხვედელიძე კატეგორიულად გამორიცხავს გავრცელებულ ვერსიებს, თითქოს ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო გიორგი ფარესაშვილის მხრიდან ანგარიშსწორება,“ – ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ჟურნალისტის განმარტებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მის ვერსიას ეთანხმება, რომ მასზე თავდასხმაში სუს-ის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, არის ჩართული.

ელისო კილაძის განცხადებით, გელა ხვედელიძემ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ თავდამსხმელებმა კასტეტი ჩაარტყეს თავში.

„დღეს გელა ხვედელიძემ დამიდასტურა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გოგაშვილი აკონტროლებდა მის გადაადგილებას,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძის თქმით, ხვედელიძის ვარაუდით, პირები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, მოჭიდავეები იყვნენ.

„გელა ხვედელიძე დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა და გადაადგილდებოდა იარაღის გარეშე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=BuiUtwIR8Hc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიერდორანმა თქვა, რომ ის ევროპული ქვეყნების ფაშისტურით მოხსენიებას გააგრძელებს
შემდეგი სტატია(Video) ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავების ვიდეომტკიცებულება არსებობს