(VIDEO) გელა ხვედელიძეზე თავდასხმის პირველი ვიდეოკადრები

გადაცემა არჩევანმა ივანე თარხნიშვილის ქუჩაზე იმ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც 3 აპრილის დილის 10-დან 11 საათამდე მონაკვეთს ასახავს.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ტოვებს გელა ხვედელიძე სახლს, როგორ ჩნდებიან სავარაუდო თავდამსხმელები მის ეზოში. მოგვიანებით 2 ახალგაზრდა ყოფილი მაღალჩინოსნის სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის ეზოში თაღის გავლით შედის და იქ, სავარაუდოდ, ნიღბებს იკეთებენ. ამის შემდეგ ისინი გელა ხვედელიძეს თავს ესხმიან.

ამ დროს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მეუღლე სადარბაზოდან გამოდის და ამ ფაქტის თვითმხილველი ხდება.

ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანს, თუ როგორ გამოდის 2 თვითმხილველი იმავე ეზოდან, რომელშიც თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, ნიღბები გაიკეთეს. ამ 2-მა ადამიანმა შესაძლოა, პროკურატურას გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.

https://www.youtube.com/watch?v=AiZY7_Gu7c4&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთი რუსული ავიაკომპანიების დახურვით იმუქრება
შემდეგი სტატიაერდორანმა თქვა, რომ ის ევროპული ქვეყნების ფაშისტურით მოხსენიებას გააგრძელებს