(video) გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა მდგომარეობა სოხუმსა და ცხინვალში

ქართული მხარის თხოვნით 28 მარტს უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოში წარმოადგინა წინადადება აფხაზეთსა და ცხივნალის რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვის თაობაზე. ამის შესახებ სააგენტო LB.ua-ს განუცხადა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ელჩენკომ. უკრაინის დელეგაციამ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში ამა წლის 12 და 16 მარტს ჩატარებუთ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე და სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმზე, რომლის მიზანია ცხინვალის რეგიონისთვის სახელწოდების შეცვლა და რუსეთის ფედერაციაში არალეგიტიმური შესვლა. გარდა ამისა, უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშროების საბჭოზე ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის შესახებ და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვის თაობაზე. „რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ანალოგიურია იმისა, რაც ხდება ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ელჩენკომ. უშიშროების საბჭოს წევრთა უმეტესობამ კიდევ ერთხელ სცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მოუწოდა მას შეწყვიტოსი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

 

https://youtu.be/SAn-YAwZDNU

 

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მიმართვას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაშოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩატარდება