(VIDEO) “ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” – გოცირიძე

სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიულ ყრილობას მართავს. დელეგატებს რომან გოცირიძემ მიმართა. მან მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ექსპრეზიდენტის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განვითარების სულის ჩამდგმელია.

„ეს არის ახალი საქართველო, რომელიც შექმნა ამ დარბაზში მსხდომმა თითოეულმა თქვენგანმა, ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. თქვენ ხართ ამ წარმატებული ისტორიის მონაწილეები.

“სამარცხვინოა და ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ ამ წარმატების სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი ახლა ათასობით კილომეტრით დაშორებული სკაიპთან ზის და უყურებს ამ დარბაზს.

“მოგესალმები მიშა! ვიცი რომ შენ ახლა ჩვენთან ხარ, ჩვენ შენს გვერდით ვართ და გისურვებთ სულ მალე დაბრუნებას იმ საქართველოში, რომელსაც შენ სახე შეუცვალე და გახადე ისეთი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, ქართულმა ოცნება საქართველო კრიზისში შეიყვანა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარით შეამცირა.

„ქვეყანა წავიდა უკან,“ – აცხადებს გოცირიძე.

https://www.youtube.com/watch?v=0dWUp0kvz1E&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) “ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ” – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატია(VIDEO) ,,ენმ”-ს მე-7 ყრილობას სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა