(video) ეს არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოქცევა, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზაა

”პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება ერთიდაიგივე კანონთან დაკავშირებით უკვე მეორედ მოუწია, საკონსტიტუციო სასამართლომ რომ მეორედ დააბრუნოს უკან, რა პასუხი გექნებათ უმრავლესობას?!” -ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

“ორი მოტივი გამოძრავებთ ასე აშკარად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას რომ უტევთ – დაგავალეს და უნდა მოიხადოთ ვალი; მოსმენების სამსახური თქვენი წარმოდგენით არ ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებას.

მოსმენები, შანტაჟი, პირად ცხოვრებაში ჩარევა, ნარკოტიკების ჩადება და დამონტაჟებული ფირების გამოქვეყნება წინასაარჩევნოდ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოსმენების კანონი არის პოლიტიკური იარაღი და შანტაჟის მექანიზმი.

ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარების გზაზე, დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს კომუნიკაციის ბიზნესს, კავშირგაბმულობის სფეროს, ინტერნეტ სამყაროს.

ეს არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოქცევა, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზაა.

https://youtu.be/gz_HmKYLang

banner
წინა სტატიაშითავდასხმების სერია ლონდონში: რა ხდება ვესტმინისტერის ხიდზე (ფოტორეპორტაჟი)
შემდეგი სტატიაუფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა