(Video) ეს არ არის სუს-ი, ეს არის КГБ- პაატა ბურჭულაძე მოსმენებზე საუბრობს

პოლიტიკური ბლოკი “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში მასსა და ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაიბარეს. დაკითხვაზე შესვლამდე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა.

„ის ყველაფერი რაც ხდება ჩვენი პარტიის გარშემო ყველა ზღვარს გადაცდა. ვეთანხმები “ქართულ ოცნებას”, რომ ეს არი რის სუს-ი, ეს არის КГБ, ეს არის КГБ რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და მალე უკვე დაწესდება და ოფიციალურად იქნება КГБ დაერქმევა მათ. ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის ასე გაგრძელებაც არ შეიძლება,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ .

https://www.youtube.com/watch?v=Z_VAv50iqhI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : “შეიძლება რაღაც ქაღალდს ხელი მოვაწეროთ, მაგრამ მთავარია რა ხდება რეალურად”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი : “ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულიანი ხელისუფლება და ოპოზიცია”