( video) ერთ-ერთი მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებისგან ითხოვა, რომ ოხანაშვილი არ დაეჭირათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2017 15:55

( video) ერთ-ერთი მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებისგან ითხოვა, რომ ოხანაშვილი არ დაეჭირათ

,,ითხოვეს, ოხანაშვილზე რომ რამე არ დამუქრებოდა , ეს იყო მეუფე დიმიტრის და პრემიერის შეხვედრამდე”- აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას.

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ამ განცხადებით ხელი შეეშალა გამოძიებას, რომელსაც ე.წ. ,,ციანიდის საქმეში” ცალკე საქმედ აქვს გამოყოფილი დეკანოზ გიორგი მამალაძის თანამზრახველების დადგენა.

,,ერთ-ერთი მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებისგან ითხოვა, რომ ოხანაშვილი არ დაეჭირათ. თუ ამბობენ, რომ გამოძიებას უნდა დავაცადოთ, მაშინ რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?”- ამბობს ქარჩავა.ეკლესიაში ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის , მაგრამ ვერავინ გამოვიდა ჯერ და ვერ გაბედა ეთქვა, რომ აი ეს გუნდი უნდა წავიდეს, ეკლესიიდან-ამბობს ,,ტვ პირველის” ეთერში საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა.

ქარჩავა ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე და მისი გუნდის წევრები ბევრ გარიგებაში იყო ჩართული და მას დეტალურად შეუძლია ისაუბროს ვინ რა წილებს იღებდნენ.

,,როცა მე გამოვედი და 50 მილიონი ევროს გადარიცხავაზე ვთქვი ,დამაყარეს. მერე დაადასტურეს აღმოჩნდა, რომ თურმე მართლა ყოფილა. უარესიც ვიცი , რა სკანდაკურ გარიგებაში იყო ჩართული, ვის რა წილი უნდა მიეღო და რა ბინძურ საქმეებში და გარიგებებში იყო ჩართული მამა გიორგი მამალაძე”- ამბობს ქარჩავა.

 

https://youtu.be/HNrvnppX5KQ

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2017 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics