(ვიდეო) ერევანში პოლიციელებმა შეტევა დაიწყეს

ერევანში, ხორენაცის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის – «სასნა ცრერის» მხარდაჭერები შეიკრიბნენ, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენა.

როგორც NEWS.am-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ზეპირი გაფრთხილებისთანავე პოლიციელებმა შეტევა დაიწყეს და დემონსტრანტებს კვამლოვანი შაშხანები დაუშინეს, რის შემდეგაც მათი დაკავება დაიწყეს. შეტაკებები იყო სარი ტახის რაიონშიც, საითაც დემონსტრანტების ნაწილმა გადაინაცვლა. პოლიციელებმა აქაც სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

როგორც პარტია «მემკვიდრეობის» წარმომადგენელმა არმენ მარტიროსიანმა განაცხადა, შეტაკებები «პროვოკატორმა პოლიციელებმა გამოიწვიეს, რომლებიც სამოქალაქო ტანისამოსში იყვნენ გადაცმულები».

https://youtu.be/6ZG2-bY7xJ4

 

https://youtu.be/oNkCkKtB7R4

banner
წინა სტატიაში(video) ერევანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ამერიკელი გენერალი პუტჩისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა