ამ წუთებში ერევანი.
ერევანში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობაში, სადაც შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, საკვების შეგზავნა სცადეს. მათ სამართალდამცველებისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც შეტაკება დაიწყო.
აქციის მონაწილეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს და ხორანეთის ქუჩა დაატოვებინეს.
ამ წუთისათვის აქციის მონაწილეები უკვე ტიგრან მეცის მოედანზე არიან შეკრებილები.
არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
https://youtu.be/KSdRhMnqoFg
https://youtu.be/KbeTBY0Tov0