(video) ერდოღანმა მერკელი ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა

„მაშინ, როცა მერკელმა გერმანიის ტერიტორიაზე თურქეთში რეფერენდუმის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების ნება არ დაგვრთო, მისი მთავრობა ნაცისტურს დაემსგავსა“, – ამის შესახებ დღეს, სტამბოლში გამართულ მიტინგზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა. პრეზიდენტის გამოსვლის ვიდეო Gunluk Haber-მა „იუთუბზე“ გამოაქვეყნა.
„ევროპის რიგი ქვეყნები, რომლებმაც 16 აპრილის რეფერენდუმის ფარგლებში სააგიტაციო შეხვედრების უფლება არ მოგვცა, ისე იქცევიან, როგორც „ნაცისტური გერმანია”. როცა მათ ნაცისტებს ვეძახით, ევროპა ჭკუიდან გადადის. განსაკუთრებით, – მერკელი, მაგრამ შენ ახლა პირდაპირ იყენებ ნაცისტურ ზომას,“ – მიმართა მერკელს ერდოღანმა და დასძინა:
„ვის წინააღმდეგ? ჩემი თურქი ძმების, გერმანიის მოქალაქეების და მინისტრების წინააღმდეგ, რომ შენს ქვეყანაში მომავალ თვეს გასამართ რეფერენდუმზე „კი“ არ ეთქვათ?“.
მისივე განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ანკარაზე ზეწოლას განახორციელებს, შესაბამის პასუხს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და ნიდერლანდების მთავრობებმა თურქ მინისტრებს უფლება არ დართეს, საკუთარ ქვეყნებში სააგიტაციო შეხვედრები გაემართათ.

https://youtu.be/KZm4UwrewPQ

banner
წინა სტატიაში(video) სააკაშვილი: ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი
შემდეგი სტატია(video) ნიკა მაჭუტაძე: „ჩვენ არასოდეს დავთმობთ კონსტიტუციას!“