(Video) ექსკლუზივი: რა მდგომარეობაა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

,,თაიმერს” ექსკლუზიურად საქართველოს მოქაალაქემ ვიდეო მასალა მიაწოდა.

ამ მდრომდე გადაკეტილია სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი.  მოქალაქეებისთვის უცნობია რა არის ამის მიზეზი. საზღვარზე გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის არის ნებადართული.

14826435_10202518056108168_936530236_n

ქართული პასპორტების მქონე პირებს კი ეკრძალებათ მეზობელ ქვეყანაში შესვლა. ქართველები ვერც თურქეთიდან გადმოდიან.

„დაახლოებით ღამის 11:00 საათიდან ვდგავარ რიგში. ქართველები სადღაც 400-500 ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან ჩვეულებრივად გადიან, თურქეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად გადიან. პრობლემა აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. ჟანდარმერიაა მობილიზებული, პოლიციაა, რომელიც არაფერს არ გვეუბნება. საგარეო საქმეთა სამინისტროში დავრეკე. ვუთხარი რაც ხდებოდა, გაგვითიშეს ტელეფონი, შემდეგ სასაზღვრო პოლიციას დაგვაკავშირეს. იმათ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ რა შუაში ვართო. პირადად მე არა მაგრამ რამოდენიმე ქალბატონს ჩანთებიც შეუმოწმეს,“-განაცხადა ,,თაიმერთან” საუბრისას თურქეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს ჩხრეკა. შეზღუდვებით მიმდინარეობს ტრანსპორტის გადაადგილებაც, რის გამოც ტერიტორიაზე საცობები წარმოიქმნა.

თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელი ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა როდის გაიხსნება სარფის გამშვები პუნქტი, ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს.

https://www.youtube.com/watch?v=AAK1A6cKx_w&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიკახეთის გზატკეცილზე 200 ხე დაირგო
შემდეგი სტატიაინაშვილი: ისე ვიქნებით პარლამენტში, რომ ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაცმოძრაობამ“ თავი კომფორტულად ვერ იგრძნოს