(video) ენმ-ში დარჩა ხალხი, ვისაც სჯერა იდეის- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი:-„წავიდა ადამიანი, რომელიც იყო მეგობარი სხვა ქვეყნების და ამავე დროს რუსეთის ნამდვილი პატრიოტი“

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან წასულ პოლიტიკოსებზე საუბრობს და ამ მოვლენას დადებითად აფასებს.

დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, თანამებრძოლების ნაწილმა „იდეის რწმენა“ დაკარგა.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ასე ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციაში, რომ რაღაც ნაწილმა ჩვენი თანამებრძოლების დაკარგა რწმენა იდეის, დაკარგა რწმენა გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, შეიძლება არც არასოდეს არ სჯეროდა მათ ნაწილს იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით. ამიტომ ასეთი ხალხი, როცა პარტიაზეა საუბარი, ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად იყო, რომ სჯობდა შერიგებულიყავით, ესე არ ხდება, პარტია ეს არის ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომლის ფუნქციაა შეცვალოს პოლიტიკური რეალობა. ეს მხოლოდ შესაძლებელია, თუ ის არის იდეოლოგიურად და იდეურად სუფთა, დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს, თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ახლა თუ იქ შიგნით მუდმივად გარკვევის და იმ ხალხს შორის, რომელიც მთავარ რაღაცაზე ვერ თანხმდება, როგორიც არის იდეა, პრაქტიკულად ეს მხოლოდ აზარალებდა პარტიას. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, ვისაც სჯერა გამარჯვების. ახლა დიდი ნაწილი, ვინც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, იმ ხალხს, ვინც ამავე დროს მთელი ეს წლები შეინარჩუნა იდეისადმი ერთგულება, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა, ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა, ამას მე სხვანაირად ვერ შევხედავ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=WMwhA9WZEUU

banner
წინა სტატიაში(video) როგორ დაიწერა ენმ-ის საპარლამენტო სია – მიხეილ სააკაშვილი დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატია(video)”სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში”- სააკაშვილი