(VIDEO) ,,ენმ”-ს მე-7 ყრილობას სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა

სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-7 ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობის 7000 დელეგატი და 300 მოწვეული სტუმარი ესწრება.ყრილობას უკვე მიმართეს პარტიის წარმომადგენლებმა. სიტყვით მიმართა სტუმრებს და დელეგატებს მიხეილ სააკაშვილმა.

„გილოცავთ, ივანიშვილისეული გეგმა ნაციონალური მოძრაობის გაქოცების და ნაციონალური მოძრობის ჯიბეში ჩასმის, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა შეკრებილებს მიმართა: “თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე, ივანიშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს თუ რა არის ნაციონალური მოძრობა, მის ტვინამდე ვერასდროს მივა, თუ რა გვამოძრავებს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

დელეგატები აირჩევენ პოლიტსაბჭოს წევრებსა და მის თავმჯდომარეს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, ეს პოსტი ისევ ვაკანტური დარჩება.

იგეგმება სხვადასხვა თანამდებობის, სამდივნოების გაუქმება, რაც შესაძლოა შეეხოს გენერალური მდივნის პოსტსაც, რომელიც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილს უკავია.

გაიზრდება პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა, რომელიც აქამდე 76 ადამიანით განისაზღვრებოდა.

რიგით მე-7 ყრილობაზე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ახალ სახეებსაც გააცნობენ და წარადგენენ საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობასაც, რომელსაც უკვე ცნობილია, რომ რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.

https://www.youtube.com/watch?v=z-YnDeoHk9M&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” – გოცირიძე
შემდეგი სტატია(Video) ივანიშვილის პერსონალური მთავრობა უნდა გადავრგათ მაქსიმალურად შორს – ნიკა მელია