(Video) ელისო კილაძე : რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო მასალები ქვეყნიდან გაიტანეს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

eliso-kilaZe„ფარული ჩანაწერებს გამოქვეყნება, ალბათ, კიდევ გაგრძელდება“, – ასე ეხმაურება ქრონიკა +-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, მორიგი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და აცხადებს, რომ არც ის იქნება გამოძიებული, თუ ვის ეკუთვნის ის გვერდი, რომლის საშუალებითაც ჩანაწერები გავრცელდა.

„ფარული ჩანაწერებს გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ალბათ კიდევ გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს საკითხი წყდება შუშის სასახლეში, ღამის თათბირებზე. სწორედ ამ შეხვედრებზე მიმდინარეობს მსჯელობა და განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათი აზრით. ერთი მხრივ, თათბირზე საუბარი იყორუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შესაძლო დაკავებაზე, საუბარი იყო ენმ-ის ლიდერების დაკავებაზე არჩევნებამდე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ტიპის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდება. არავინ არ გამოიძიებს და არავინ არ დაადგენს, ვისია ის გვერდი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ ჩანაწერების გავრცელება,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ასევე, ელისო კილაძე გაზეთ ქრონიკა +-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობს, სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო მასალები ქვეყნიდან გაიტანეს და ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა ძალოვანი უწყებებიდან.

„ეს ფაქტები არის დადასტურებული იმიტომ, რომ წყარო გახლავთ ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, უშუალოდ პროცესების თვითმხილველია. დღეს ქვეყანა ფარული ჩანაწერების თემას კი არ უნდა არჩევდეს, მე უნდა ვიჯდე, ალბათ, დაკითხვაზე. ეს არის ძალიან დიდი სკანდალი,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძე კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს, ვინც, მისი თქმით, აღნიშნულ სქემაში მონაწილეობდნენ და დღეს ისინი მაღალჩინოსნები არიან.

„მკაფიოა ის, რომ დღეს რუსეთს აღარ სჭირდება ქვეყნის ტანკებით და ძალისმიერი მეთოდებით ოკუპაცია. სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი დემორალიზაცია, ქართული სპესამსახური აღარ ფუნქციონირებს და ჩვენ ვართ რუსული ფსბ-ს ფილიალი,” – ამბობს კილაძე.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკელები ყველაზე მნიშვნელოვნად დღეს გავრცელებული ჩანაწერის კანონიერებისა და ავთენტურობის დადგენას მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა