(ვიდეო) ელიავა ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2500კვ.მ-დე ფართი დაიწვა. ​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა.სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი.

შგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი შენობას გაუჩნდა, სადაც ავტონაწილები და საბურავები იყიდება.ადგილზე შეკრებილი არიან მაღაზიის მეპატრონეები. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ხელოვნურად არის გაჩენილი.

https://youtu.be/zoH5WdaVI-s

banner
წინა სტატიაშივერ ხერხდება ხანძრის ლოკლიზება, რის გამოც შესაძლოა ხანძარი მთელ ტერიტორიას მოედოს
შემდეგი სტატიარატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?