(video) დორენკო: ჩვენ დასავლეთ კახეთი და სამეგრელო ჯარით უნდა გავანთავისუფლოთ

ჯარით უნდა შევიდეთ

ცნობილ რუს ჟურნალისტთან, ვლადიმირ პოზნერთან ეთერში, რადიოსადგურ „გავარიტ მასკვას“ რედაქტორმა, ასევე ცნობილმა ჟურნალისტმა, სერგეი დორენკომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. დორენკოს თქმით, საქართველოს აფხაზეთის და სახრეთ ოსეთის უკან დაბრუნება შეუძლია, თუკი საქართველო რუსეთს დაუბრუნდება. პოზნერის რეპლიკაზე, რომ ეს შეუძლებელია, დორენკომ უპასუხა, რომ რუსეთთან ყოფნის შემდეგ საქართველო უარესობისკენ წავიდა, რაც მასპინძელმა ჟურნალისტმა, პოზნერმა საკუთარი ერთი წლის წინანდელი გამოცდილებით დაუდასტურა, როცა ის საქართველოში იყო. „ღმერთმა ქართველები სადღეგრძელოებისთვის შექმნა, სიმღერისთვის, კინოსთვის, ექიმობისთვის. ღმერთმა ქართველები სცენურობისთვის შექმნა. ისინი მხიარული ბავშვები არიან. ქართველები რუსეთის სამკაული იყვნენ. ახლა კი, ღმერთო ჩემო, ნახეთ რას დაემსგავსნენ. საცოდაობაა მათი ყურება… ჩვენ დასავლეთ კახეთი და სამეგრელო უნდა გავანთავისუფლოთ… მორჩა, მეტი არ არის საჭირო. ჯარით უნდა შევიდეთ. ჩვენ ისინი გვიყვარს“ – განაცხადა დორენკომ.

 

https://youtu.be/rcu791_kj6w

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში თავდასხმის შედეგად დეპუტატი ჯო კოკსი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავატიკანმა უკრაინას რამდენიმე მილიონი ევრო დახმარება გამოუყო