(video) დიმტრი ყიფიანი: სერიოზული დაზიანებებია ისტორიულ პარკში

სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.შექმნილია შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ყველა ტექნიკა გამოყვანილია, როგორც საგზაო, ისე ადგილობრივი. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია. სანიაღვრეებმა მთლიანად გაატარა წყალი და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. სერიოზული დაზიანებებია ისტორიულ პარკში, თუმცა დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა, მათი გამოყვანა შსს-ს თანამშრომლების დახმარებით მოხერხდა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში არ წვიმს- ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან
შემდეგი სტატიაVideo) რა ვითარებაა სტიქიის შემდეგ ბორჯომში