(video) “დიახ, ვინ გკითხავთ თქვენ?..”- ინგა გრიგოლიამ ევა გოცირიძეს შეკითხვა პირისპირ გაუმეორა

ინგა გრიგოლიამ იუსტიციის საბჭოს წევრს ევა გოცირიძეს “რეაქციაში” პირისპირ გაუმეორა ის შეკითხვა, რაც “არჩევანის” ეთერში ჩართვის დროს დასვა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევა გოცირიძემ მას სწორედ “არჩევანში” ნათქვამი ფრაზა გაახსენა:
“თქვენ გამოხვედით “რუსთავი 2″-ის ეთერში და ბრძანეთ, რომ ვინ ჰკითხავს ევა გოცირიძეს დაიწუნოს ჩემს მიერ დასმული კითხვებიო…”.
საპასუხოდ, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ახლაც იგივეს გაიმეორებს:
“ვინ გკითხავთ თქვენ, იუსტიციის საბჭოს წევრს, რა შეკითხვას დავსვამ მე, ჟურნალისტი, ჩემს გადაცემაში?” – აღნიშნა გრიგოლიამ.
“მე ვუსმინე თქვენს გამოსვლას და მიმაჩნია, რომ ასეთი შეკითხვის დასმა არ არის სწორი”, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები ირღვევა:
“ყველაზე მძიმე დასანახი ის იყო, რომ მედიამ გამოავლინა კრიტიკის ნულოვანი მიმღეობა. ჩვენი ინტერესის საგანი იყო საჯარო დისკუსიის წამოწყება, რადგან დემოკრატია ამას გულისხმობს და დემოკრატია დისკუსიების მმართველობაა, თქვენ კი ჩვენ პირში ბურთი ჩაგვჩარეთ”, – თქვა იუსტიციის საბჭოს წევრმა “რეაქციაში”.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/756166134542696/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/756185171207459/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა გაგრის რაიონში-დაღუპულია 13 წლის გოგონა
შემდეგი სტატია(ვიდეო) მეუფე პეტრეს მორიგი სკანდალური ინტერვიუ