(video) დიახ ეს არის ცენზურის მცდელობა და თუ არ ესმის მას ვინმემ აუხსნას

ევა გოცირიძის საქმე არ არის მე რა შეკითხვას დავსვამ როგორც ჟურნალისტი, დიახ ეს არის ცენზურის მცდელობა და თუ არ ესმის მას ვინმემ აუხსნას… ახლა ვხდები რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა სტრასბურგში- ეს განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” საუბრისას, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გააკეთა.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა, სადაც ევა გოცირიძემ თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას გადაცემაში ინტერაქტივის კითხვით – არის თუ არა მამა გიორგი მამალაძე დამნაშავე, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა მოხდა.
„ვინ ეკითხება ევა გოცირიძეს, რა შეკითხვას დავსვამ მე, ან რა შეკითხვას დასვამ შენ გადაცემაში? ეს არის ცენზურა, როგორც ჩანს კანონის ფარგლებში, თუ სასამართლოს ფარგლებში, თუ რაღაცა დიდი გეგმის ნაწილია, ამ ფარგლებში უნდათ, რომ ეს ცენზურა მოაქციონ და დაგვიკანონონ, მაგრამ არ გამოვა,” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

https://youtu.be/pW4Q6Uw3jGw

banner
წინა სტატიაში»» ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი წერილით დონალდ ტრამპს მიმართავენ
შემდეგი სტატია(video) ნიკა გვარამიამ ზაქარია ქუცნაშვილს უსწავლელი მატყუარა უწოდა