(Video) ,,დღეს თითქოს მოიგო ქიბარ ხალვაშმა, ზეგ ვისი იქნება დაახლოებით ვხვდებით” – ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და დღეიდან ის მძიმე დღეში აღმოჩნდება.
“დღევანდელ გადაწყვეტილებას გამარჯვებული არ ჰყავს. ყველაზე მეტად იმან წააგო, ვინც მოიგო და ეს არ არის ფილოსოფია. დღეს თითქოს მოიგო ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ემახსოვრებათ, როგორც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მოქმედი ჯალათი. ზეგ ვისი იქნება ეს ტელევიზია დაახლოებით ვხვდებით.
თითქოს რუსთავი 2 თან ბრძოლა მოიგო ხელისუფლებამ, მაგრამ სინამდვილეში დღეს დაიწყო ხელისუფლებისთვის მძიმე დღეები, მან დღეს ის წითელი ხაზი გადალახა, რომლის იქით არანაირი ლეგიტიმაცია, განსაკუთრებით მორალური არ გააჩნია. ამის შემდეგ ყველასთვის, ვინც ახლოსთანაა დემოკრატიასთან, დება საკითხი შეცვალოს ხელისუფლება. ხელისუფლებამ ძალიან ცუდი რამ გაუკეთა საკუთარ თავს.
მისი თქმით “სახელისუფლებო ტელევიზიების ჰოლდინგს “რუსთავი 2″-იც მიემატება”.

“ამ არხს, პირობითაც ქიბარ ხალვაში მალე დახურავს. მას არ აინტერესებს ეს არხი, მან შეასრულა დავალება. არც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება კიდევ ერთი ტელევიზია”- თქვა მან.

https://www.youtube.com/watch?v=JU_jJQIGAto&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს
შემდეგი სტატიაროდის გაიგებს ბრძენი ერი, რომ ერთი ძალის, ერთი პარტიის, ერთი კაცის ხელში ჭარბი ძალაუფლება არ შეიძლება