(video) “დევნილებისთვის სახლების გადაცემა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან არის დაკავშირებული,”- ირაკლი ჩიქოვანი

chiqovaniზუგდიდში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, ამბობს, რომ დევნილებისთვის სახელბის გადაცემა კორუფციით და ნეპოტიზმით ხდება. ჩიქოვანი ამბობს, რომ ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ასევე თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები იფლანგება.

“ასეთი საცხოვრებლების აშენებაზე გამოყოფილი ფული არის გაფლანგული. ახლად აშენებულ სახლებში არის პრობლემა წყლის, არის სრული ანტისანიტარია და იწამლებიან ადამიანები,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ის ახალ სისტემას შეიმუშავებს.

https://youtu.be/PNLvdH4CEUA

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში უკრაინული ორგანიზაციის ლიდერი მოკლეს
შემდეგი სტატიაასადის არმია სამშვიდობო შეთანხმებიდან გამოდის