(VIDEO) დეკანოზის სკანდალური წერილი და პასუხი მეუფე იაკობს – ,,ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 18, 2017 22:59

(VIDEO) დეკანოზის სკანდალური წერილი და პასუხი მეუფე იაკობს – ,,ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო“

რუსთავი2-მა მამა გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კითხვები გაუგზავნა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის ქადაგებისას ნათქვამთან დაკავშირებით.

– ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. რომ ის ამ საქმეში ჩახედულია, დეტალები იცის და სწორედ ამაზე დაყრდნობით ამბობს ამას. რატომ დაიწყო პატრიარქის ქორეპისკოპოსმა საუბარი ისევ უწმინდესის მკვლელობის მცდელობაზე?

*პასუხი: საქმე ისაა, რომ მართლაც თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე იაკობი ამ საქმეში და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამება და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმურ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს. არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე დეკანოზი. უფალი განგვსჯის.

– თავდაპირველად პროკურატურაც, მეუფე იაკობის მსგავსად, ირიბად მიანიშნებდა პატრიარქის მკვლელობაზე, როდესაც საუბრობდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესახებ. მოგვიანებით კი ბრალდებაში არა სასულიერო პირის, არამედ შორენა თეთრუაშვილის სახელი აღმოჩნდა. რას უკავშირებთ პროკურატურის განსხვავებულ ვერსიებს?

*პასუხი: დიახ, ცოტა დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რომელი ვერსია იყო მათთვის ხელსაყრელი, თან მტკიცებულებებიც ძალიან მყიფე ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ბუნდოვნად დაეტოვებინათ თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა.

– თქვენი დაკავების შემდეგ ხელისუფლების პირველმა პირებმა თქვეს, რომ დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. თქვენ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევთ. მაშინ რა უბედურება აიცილა ხელისუფლებამ?

*პასუხი: უბედურების თავიდან აცილებაზე საუბრობდნენ ისინი, ვინც თავიდანვე მოუწყვეს ეკლესიას უბედურება.

– თქვენ ხართ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, თუმცა თავად ამტკიცებთ, რომ ვერსია გამოგონილია, ხოლო გავრცელებული ფარული ჩანაწერები დამონტაჟებული და დამახინჯებული. რეალურად რაზე ელაპარაკებოდით ირაკლი მამალაძეს?

 

https://youtu.be/N1N1dNpIuQc

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 18, 2017 22:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics