(Video) დაარიგეს თუ არა ჯიხაშკარში საწვავი?!

ჯიხაშკარში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, დილის საათებში საწვავით სავსე პლასმასის ბიდონები ელაგა. ადგილობრივების ცნობით, მძღოლებს საწვავი საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მისაყვანად დაურიგეს.
“საწვავი მისცეს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე მიკროავტობუსის მძღოლებს. მათ უბნებზე ის ხალხი უნდა მოიყვანონ, ვინც ხმას “ქართულ ოცნებას” აძლევს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ოფისიდან მსგავსი დავალება არ გაცემულა და მათთვის უცნობია, თუ ვინ არიგებს საწვავს ჯიხაშკარში.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი : დავით უსუფაშვილისა და პაატა ზაქარეიშვილისგან პარტიის დატოვებას არ ველოდი
შემდეგი სტატია(video) ანა ნაცვლიშვილი : ჩვენს დამკვირვებლებს ხელს უშლიან რიგ უბნებზე