(Video) დააქციეთ ქვეყანა… პოლიტიკური უზრდელობა არის თქვენი დანერგილი – ნიკა მელია VS ლევან კობერიძე

მწვავე კამათი მოჰყვა სუს-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადაცემა არჩევანში. ერთმანეთში ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან კობერიძემ და ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ, იკამათეს.

„დააქციეთ ქვეყანა“, „თქვენ არაფერს წყვეტთ თქვენს გუნდში“, „არც არასდროს შეგეკითხებიან არაფერს,“ – ასე მიმართა ნიკა მელიამ ქართული ოცნების დეპუტატებს.

„გომელაურს რომ მოუტანეთ 17 მილიონი ლარი, მართლა ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაიწყებს ზრუნვას, ის იზრუნებს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

„პოლიტიკური უზრდელობა არის თქვენი დანერგილი,“ – ასე უპასუხა ნიკა მელიას ქართულმა ოცნების წევრმა, დეპუტატმა ლევან კობერიძემ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა და გიორგი კვირიკაშვილს წარმატებული პრემიერი უწოდა.

https://www.youtube.com/watch?v=wIi6QeF3s0U&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი სახე – ლევან კობერიძე მელიას ადანაშაულებს
შემდეგი სტატია(video) კირკიტაძემ და ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში “დასცხეს”