(ვიდეო) ცხინვალში ღამის სიმშვიდე ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა დაარღვია

25 სექტემბერს ცხინვალში ღამის სიმშვიდე ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა დაარღვია, რომელიც ქალაქის თავზე გამოჩნდა.
ეს უჩვეულო მოვლენა ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაიღეს, რადგან ცაში განათებულმა ობიექტმა მათი ყურადღება უმალ მიიპყრო. ობიექტი ცისფერი ფერის სინათლეს ასხივებდა, რომელმაც მის ირგვლივ დაიწყო ბრუნვა. ცოტა ხანში ამოუცნობი ობიექტი გაუჩინარდა. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Алания-информ.

 

banner
წინა სტატიაშიაფეთქება საზღვარზე – კიდევ ერთი დაშავებული თბილისში, კლინიკაში გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიაარაღიარებული აფხაზეთი აპირებს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას