(video) ცხინვალის მოსახლეობა კოკოითის გარეშე დანიშნულ არჩევნებს აპროტესტებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნების გაპროტესტება დაიწყო. ცხინვალში ალან ჯიევას პროსპექტზე შეკრებილებმა დღეს დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვისაგან კონსტიტუციის დაცვა მოითხოვეს. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრიროს ედუარდ კოკოითი, აპროტესტებენ. “ედუარდ კოკოითის გარეშე არჩევნები არალეგიტიმურია! ლეონიდ თიბილოვ, არ შეიძლება საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და კანონის დარღვევა! ჩვენ ველოდებით!” ასეთი მოწოდებები ჰქონდათ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

https://youtu.be/ibGzic4mxjc

banner
წინა სტატიაშიშულცი გერმანიის კანცლერის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
შემდეგი სტატია(video) კოკოითმა თიბილოვის გადაყენების მოთხოვნით აქცია გამართა