(Video) ჩორჩანის ტყის ოკუპაცია გრძელდება!!!

ჩორჩანის ტყის ოკუპაცია გრძელდება!
საზოგადოება დუმს!
ძალიან დიდი ალბათობით მალე რუსები ჩვენ საგუშაგოს ზემოდან მოექცევიან და გზას გადაუკეტავენ!
არ არის გამორიცხული რომ ოკუპანტები სოფელ ყობსაც მოიქცევენ საოკუპაციო ზოლში და სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადოსაც მიიტაცებენ!
მანამდე კი ჩორჩანას ტყის ყოველდღიური ოკუპაცია გრძელდება და პირველადი შეფასებით 300 ჰექტრამდე მოყვება საოკუპაციო ზოლს მიღმა. იმ ტერიტორიის, რომელიც არასოდეს ყოფილა სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ამასობაში რუსოსებმა ჩორჩანას ტყეში 2 საგუშაგო აღმართეს.
რატომ არ აკეთებს განცხადებას ა რ ა ვ ი ნ????!!!
მთავრობა გასაგებია სადაც არის, ოპოზიცია,სად ხართ????!!!!!
ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ” ძალა ერთობაშია” ს დაგვიწესეს ტოტალური შეზღუდვა გადაადგილებაზე. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლება ცდილობს შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი ჩორჩანის ტყის ჩაბარებასთან დაკავშირებით!
ეს არის ის ტყე, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა!
ეს არის ხ ა შ უ რ ი ს რაიონის ტერიტირია!!!!
გამოფხიზლდით!!!! – წერს დავით ქაცარავა და ვიდეომასალას ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიანდერს ფოგ რასმუსენი : მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია
შემდეგი სტატია“ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია”