(Video) ჩხუბი მერიასთან

მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებაა. მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს,აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას აპროტესტებენ. “ენმ”-ს ლიდერი ნიკა მელია კი თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს მერისგან ვერ მოისმენენ კითხვებზე პასუხს, ქალაქის მერი ვეღარ შეძლებს მერიაში შესვლას.

https://www.youtube.com/watch?v=KCBXJvWy7_c&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება
შემდეგი სტატიაპატრიარქი საოპერაციოდ შეიყვანეს, სასულიერო პირებმა კი, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადეს