(video) ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვია – ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო.

მეცნიერების თქმით, ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისი მომავალი 20 000 წლის მანძილზე არ იქნება. მოყვარულმა ფოტოგრაფმა როლანდ ვერანტმა კატასტროფის ადგილი პირველად 5 წლის წინ მოინახულა და მას შემდეგ კიდევ 7-ჯერ დაბრუნდა ამ ადგილას. საბოლოო ჯამში, როლანდმა 42 დღე გაატარა კატასტროფის ზონაში

banner
წინა სტატიაში(video) ავღანეთში ნაღმზე დაჭრილი ქართველი სამხედროს ცეკვამ დარბაზი აატირა
შემდეგი სტატიასაბაჟოებზე შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ