(video) ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, კიევში მომხდარი არეულობისას 10 ადამიანი დაჭრეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩის წინ, კიევის „დინამოსა“ და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ოლიმპიურ სტადიონთან მასობრივი ჩხუბი მოხდა.

არეულობაში დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა. UA Football-ის ინფორმაციით, შედეგად, 10 ადამიანი დაიჭრა. მათ ჭრილობები სავარაუდოდ დანით აქვთ მიყენებული.

ამასთან, არეულობა მოხდა სტადიონის ტრიბუნებზეც. მედიის ცნობით, გაურკვეველი ნივთიერებების აფეთქების გამო, მატჩის ჩაშლის საფრთხეც კი შეიქმნა. უკრაინული მედია მომხდარში თურქ გულშემატკივარს ადანაშაულებს

 

https://youtu.be/qD7iuMH-K6Q

banner
წინა სტატიაში„ოკუპაციის შესახებ კანონის შეცვლა დუმის თავმჯდომარე ნარიშკინის მოთხოვნაა“
შემდეგი სტატიასაბერძნეთის დედაქალაქში ათეულობით ახალგაზრდამ სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა