( video) ჩამოგდებული რუსული Ми-8-ს ვიდეო გამოაქვეყნეს

13681983_10202159992636805_1755682137_o13901951_10202159992596804_623061843_oრუსული სამხედრო-სატვირთო ვეტმფრენი Ми-8 მიწიდან სროლების შედეგად, სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩამოვარდა – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ჩამოვარდნილი და ცეცხლმოკიდებული ვეტმფრენი, ინტერნეტში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ასევე გავრცელდა, ვეტმფრენში მყოფთა პირადი ნივთების რამდენიმე ფოტო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვეტმფრენი ხმეიმიმის ავიაბაზაში ბრუნდებოდა ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ.
“ვეტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის სამი წვერი იმყოფებოდა და სირიაში მტრული მხარეების შერიგების ცენტრის ორი რუსი ოფიცერი. მათი ბედის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება” – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

სირიაში რუსეთმა სამხედრო ოპერაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.

 

 

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: გიორგი პაპუაშვილის განცხადება არ დადასტურდა
შემდეგი სტატიატრისტან წითელაშვილს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს