(video) ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენების ვიდეო გამოქვეყნდა

რუსულმა “კომერსანტმა” გამოაქვეყნა ზაურ დადაევის პირველი დაკითხვის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მან მოკლა. ჩანაწერში საქმის ფიგურანტი ნემცოვის მკვლელობის დეტალებს ყვება. მისი თქმით, დანაშაული “ალაჰისთვის” ჩაიდინა, რადგანაც ბორის ნემცოვი ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo -ს მხარდაჭერას აპირებდა, სადაც წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურა გამოქვეყნდა.

პირველი აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ზაურ დადაევმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩვენება ფიზიკური წნეხის ქვეშ მისცა და პოლიტიკოსის მკვლელობაში მონაწილეობა უარყო.
გუშინ, 18 აპრილს მოსკოვის სამხარეო სასამართლოში, სადაც ბორის ნემცოვის საქმის განხილვა მიდიოდა, დადაევმა ისევ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და რომ 26-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაციებული იყო და სახლიდან არ გასულა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. მას ოთხი ტყვია ჰონდა მოხვედრილი. ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში„კანონში ჩავწეროთ, რომ არჩეული პრეზიდენტი თამბაქოს არამწეველი უნდა იყოს ბოლო 15 წლის განმავლობაში“ – გოცირიძე
შემდეგი სტატია“აბაშიძე ბედავს და ისევ ქართველი მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს… ვინ გვესაუბრება აბაშიძე თუ კარასინი”