(Video) “ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას”- სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები,”- ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, არჩევანში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის განახლების პროცესი მნიშვნელოვანია.

„პოლიტსაბჭო და ფრაქცია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული, ბოკერიას ჯგუფის მიერ. ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობაში პირველად არ მომხდარა, ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, განახლების პროცესი მნიშვნელოვანია. ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ვინც იყო ხელისუფლებაში, ისინი ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე ვერასდროს ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=FYJT3Zk8rgU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ნუ ყვირი თუ ძმა ხარ…უზრდელობაში გადადიხარ…ვაფშე რა გინდა ვერ გავიგე?!” – ვოლსკი ჟურნალისტებს ეჩხუბა
შემდეგი სტატია(video) როგორ დაიწერა ენმ-ის საპარლამენტო სია – მიხეილ სააკაშვილი დეტალებს იხსენებს