(Video) ,,ბილბორდებზე თქვენს მაგიოვრად გამოფინეს საკუთარი თავი ივანიშვილმა და მისმა ხროვამ” – რა მიმართვას ავრცელებს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ფეისბუკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.სააკაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
„გასაგებია, რომ რაღაც მიზეზების გამო, თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ბოლომდე თქვენი ქვეყანა, გეზიზღებოდეთ მისი დამცველები და ძალიან არ გიყვარდეთ მე, ან ის ხალხი ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს. მაგრამ მე მინდა გკითხოთ, ამ დღევანდელი ბილბორდების გამოფენის ფონზე: საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ და არ გიყვართ? პირადი თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ? თქვენ თავიდანვე თქვით, რომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი, პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, ყველგან დაყავხართ ესკორტის ქვეშ, რომ რამე არ წამოგცდეთ, ახლა ბილბორდებზე თქვენს მაგიოვრად გამოფინეს საკუთარი თავი ივანიშვილმა და მისმა ხროვამ. ნუთუ ეს თავის მჭრა გიღირთ იმ ფასად რასაც აკეთებს. ჯერ ერთი, თქვენი კამპანია უკვე დამთავრებულია და თქვენ წაგებული გაქვთ, მეორე თქვენ ხომ ძალიან ცუდი სახელით დარჩებით ამ ყველაფრის შემდეგ ქართველების მახსოვრობაში. რა ვიცი, მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, გავემიჯნებოდი ამ ყველაფერს, გადავირჩენდი თავს და საკუთარ რეპუტაციას. მაგრამ მე ალბათ თქვენთვის ცუდი მრჩეველი ვარ, მაგრამ თუ ჩემი არ გჯერათ, კითხეთ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა. მე ნამდვილად არ მშურს თქვენი.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1947976965503476/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის ბილბორდი ამჯერად მამუკა ბახტაძის გამოსხაულებით
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნო გარემო და ზეწოლის ფაქტები – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან