(video) ბილ კლინტონმა ობამას საპრეზიდენტო თვითმფრინავში ალოდინა

აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ბარაკ ობამას, საპრეზიდენტო თვითმფრინავის კარებთან ალოდინა, ისრაელიდან გამოფრენისას. შესაბამისი ვიდეოჩანაწერი CBS News-მა გამოაქვეყნა.
ობამა და კლინტონი ისრაელში ყოფილი პრემიერის, შიმონ პერესის დასაფლავებაზე იყვნენ. ისინი აშშ-ში პრეზიდენტის თვითმფრინავით ბრუნდებოდნენ, მაგრამ გაფრენამდე ჰილარი კლინტონის ქმარი შეყოვნდა, რაც ობამას არ მოეწონა. “ბილ, წავედით, წავედით” – ყვიროდა ჯერ თვითმფრინავის სალონიდან ობამა, შემდეგ ის კარებთან გამოდის და ისევ იძახის: “ბილ, წავედით. მე სახლში უნდა წავიდე”.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 11 სექტემბრის გამო საუდის არაბეთის წინააღმდეგ პირველი საჩივარი შეიტანეს
შემდეგი სტატია(video)გურანდა გაბუნია : ,,ყველგან დავდიოდით, სადაც ბატონი ბიძინა მიდიოდა, ახლა აღარ გვეძახიან”