(video) მე ბიძინა ივანიშვილისნაირი არ მინდა ვიყო

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2016 22:39

(video) მე ბიძინა ივანიშვილისნაირი არ მინდა ვიყო

მე ბიძინა ივანიშვილისნაირი არ მინდა ვიყო და არ ვიქნები არასდროს. ეს არის ზუსტად ისეთი ტიპი ადამიანის, რომელიც მე არ მომწონს. მინდა ვიყო ანტი ბიძინა-ეს განცხადება, პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში გააკეთა. ბურჭულაძემ გადაცემა “არჩევანში” “გირჩის” მოძრაობის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო სიიდან ამოღებული ყოფილიყო “გირჩი” ივანიშვილის გამო მიიღო. რადგან ბურჭულაძის მტკიცებით, აღნიშნული პარტია ექსპრემიერის ფულით ფინანსდება.
სახელწმიფო ხალხისთვის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მასთან იმყოფებოდა პავლე კუბლაშვილი, რომელიც ითხოვდა პაატა ბურჭულაძისგან კომუნიკაციის დამყარებას ბიძინა ივანიშვილთან.
ეს ინფორმაცია ბურჭულაძემ გადაცემა არჩევანში არც დაადასტურა და არც უარყო. მან თქვა, რომ ის გადაცემაში “ვინმეს სამხილებლად“ არ მისულა.
„აქ არ ვარ მე, რომ ვინმე ვამხილოთ. მე არაფერს უარვყოფ, მაგრამ მოდით, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2016 22:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics