(VIDEO) “ბიძინა ივანიშვილის დავალებით სასამართლოზე ზეწოლას ახდენს ახალი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი”

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს. მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში ბევრი ფაქტი გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება სრულად არის ჩართული რუსთავი2-ის საქმეში.

,,ხელისუფლებას აქვს მიღებული გადაწყვეტილება რუსთავ2-ის წაღებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბიძინა ივანისვილის დავალებით ახდენენ ზეწოლას სასამართლოზე, რომელიც ჯერ ისევ წინააღმდეგობას წევს,“-განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს,,მოლაპარაკებას“,სინამდვილეში ზეწოლას, მათ შორის არის თეა წულუკიანი, შალვა თადუმაძე და ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და მათ შორის არის სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე.

“ახალი ადამიანი, რომელიც არის ივანიშვილის დავალებების შემსრულებეი ივანე ზარდიაშვილი, მან მისცა თავშესაფარი ჩინჩალაძის მეუღლეს, რომელიც მასთან მუშაობდა კონტროლის პალატაში და სამსახურში არ დადიოდა, ახლა ის არის ეკა ბესელიას პირველი მოადგილე,“-განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, წყაროების დახმარებით ,,რუსთავი2“ შეეცდება შესაბამისი აუდიო მასალის მოპოვებას და გამოქვეყნებასაც, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლოზე ზეწოლა.

https://www.youtube.com/watch?v=kMHdy2SZ80o&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებზე თქვა, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაუფუჭებელი”
შემდეგი სტატია“მოსამართლეებთან კომუნიკაცია არ მქონია” -თადუმაძე გვარამიას ბრალდებებს პასუხობს