(video) ბერლინში მეტროში მომხდარ სასტიკ თავდასხმაზე ეჭვმიტანილი დააკავეს

დღეს, 17 დეკემბერს ბერლინის პოლიციამ მეტროში ახალგაზრდა ქალზე სასტიკ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. ორი დღით ადრე ბულგარეთის 27 წლის მოქალაქის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა. გამოძიება მიდის ასევე, კიდევ ორ ეჭვმიტანილ ძმასა და მათ ერთ ამხანაგზე. ყველა მათგანი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე 12 დეკემბერს დაიჭირეს.
თავდასხმა, რომელმაც გერმანიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბერლინის ერთ-ერთ მეტროს სადგურში მოხდა. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ურტყამს 26 წლის ახალგაზრდა ქალს ზურგში წიხლს ერთ-ერთი დამნაშავე. ქალი მეტროს კიბეებზე ჩადიოდა. ის ძლიერი დატყმისგან კიბეებზე გორდება, თავდამსხმელი კი ტრიალდება და უკან ბრუნდება. დაზარალებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

https://youtu.be/SdCyYDavxko

banner
წინა სტატიაში(video) ობამა: რუსეთი პატარაა, სუსტია და არაფერს აწარმოებს
შემდეგი სტატიაპირველი კადრები საშინელი 8 ბალიანი მიწისძვრიდან… (VIDEO)