მერაბ მეტრეველი : უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და ჩვენი პარტიის სახელით თანხას ითხოვენ

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით ჩვენთვის უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და პარტიული შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვენ. პარალელურად გარკვეული პირები, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია ჩვენთვის, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებთან აწარმოებენ გასაუბრებას პოლიტიკურ თემებზე, რა დროსაც ახდენენ ჩვენი მოძრაობის რეპუტაციის შელახვას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები.
გვსურს ჩვენს თანამოქალაქეებს მოგიწოდოთ: არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც ისევე როგორ პირველი შემთხვევაშიც საქმე გაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას.

კატეგორიულად ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ზემოხსენებული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას – არ აჰყვეს პროვოკაციას – ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და “ცეესკოში” პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა : საქართველოში გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში ამ ეტაპზე არანაირი კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელმაც ლუიზიანას შტატში სამი პოლიციელი მოკლა, ერაყში მსახურობდა