აფხაზეთში ახალი მავნებელი, ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა, რომელიც დეკორატიული მცენარეების მერქნითა და ფოთლებით იკვებება. ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ პალმებს განადგურება ემუქრებათ.
ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი აცხადებს, რომ მდედრი მავნებლები პალმის ფოთლებზე დებენ კვერცხებს, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი 5 სმ სიგრძის ჭუპრები პალმის ხის ხვრას შიგნიდან იწყებენ.
,,მავნებლის გავრცელების ზონა საბედნიეროდ ჯერ მხოლოდ რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაა. კერძოდ, იგი გამოჩნდა ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის რაიონში, წანდრიფშში, გაგრის პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე. . დღეის მონაცემებით, 200 პალმიდან 12 უკვე განადგურდა. ჯერჯერობით ძნელია თქვა, თუ რამდენი პალმაა საერთო ჯამში დაავადებული, მაგრამ ამ დროისათვის გამოვლინებულია დაახლოებით 20 დააავადებული ხე, რომელზედაც მკვეთრად არის გამოხატული მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი“ – ამბობს დბარი. გრძელცხვირა ხოჭო აფხაზეთში პირველად 2016 წელს დაფიქსირდა
https://youtu.be/pnP4eMM0OMg