(VIDEO) ამხმედ იმამყულიევი პირველ კომენტარს აკეთებს

მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატი ამხმედ იმამყულიევი მოვიდა. ის დარწმუნებულია რომ გამარჯვებას უპირობოდ მოიპოვებს.

”აქტივობა არის ძალიან კარგი. ამ დროისთვის ამომრჩეველთა 25%-ია მოსული, ჩვენ ველოდებით უფრო მეტს საღამომდე. უბანზე უნდა მოვიდეს 1 000 კაცი, იქიდან 90%-მა უნდა მოგვცეს ჩვენ ხმა და პირველივე ტურში უნდა დავამთავროთ. უნდა იყოს მშვიდობა მარნეულში და არ უნდა შევაწუხოთ ის პოლიციელები, რომლებიც აქ არიან. 8 ოქტომბერს როგორც მოხდა, როდესაც შემოვიდა სპეცრაზმი, მსგავსი აღარაფერი აღარ უნდა იყოს საქართველოში, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს ძალადობა. ეს ძალადობის ბოლო დღეა საქართველოში. მე ვთვლი, რომ მარნეულიდან უნდა დაიწყოს მშვიდობა და დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით ”, – განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა, რომელიც ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა და ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება.

 

https://youtu.be/mpdaE6QH_eI

 

banner
წინა სტატიაშიდაზვერვის მონაცემებით მოსულში ტერორისტებმა 300 ადამიანი დახოცეს
შემდეგი სტატიაბაიდენმა აღიარა, რომ ტრამპის ცემის სურვილი აქვს