(video) ამჯერად ბომბი ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ეკლესიასთან ამოქმედდა

მორიგი აფეთქება ეგვიპტეში – ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჯერად ბომბი ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ეკლესიასთან ამოქმედდა. მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დღეს დილით ქალაქ ტანტაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე 27-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
კოპტურ ტაძარში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება მიმდინარეობდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

 

https://youtu.be/zDkRyac__I4

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში ალექსანდრიაში მომხდარი ტერაქტის ვიდეო ვრცელდება