(video) ალეპო რუსული ავიაციის ბომბებქვეშ…

alepoსაინფორმაციო სააგენტოს ,,ანადოლუ აჟანსი,, რუსული ავიაციისა და ბაშარ ასადის სამხედრო ძალების მიერ დაბომბილი ალეპოს კადრებს ავრცელებს…
თუქრქული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 12 სექტემბერს ყურბან ბაირამის დროს შევიდა ძალაში – 19 სექტემბერს დაირღვა და იმ დღიდან მოყოლებული 2 მილიონიანი ქალაქი ალეპო, რომელსაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს, დაუნდობლად იბომბება რუსული ავიაციისა და ასადის რეჟიმის სამხედრო ძალების მხრიდან.
,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, 19 სექტემბრიდან დღემდე, ერთი კვირის განმავლობაში, ასად-რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ავიადარტყმებს ალეპოში 444 მოქალაქე ემსხვერპლა, 1555 ადამიანი კი მძიმედაა დაჭრილი. გარდაცვლილებს შორის მრავლად არიან ბავშვები და ქალები.
ვიდეო:

https://youtu.be/GpEKIK5bm0s

banner
წინა სტატიაში94 წლის შემდეგ თურქეთის იზმირში მარლთმადიდებლური ეპარქია აღდგა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა დღეს ოფიციალურად გაყიდა აფხაზეთი