(Video) ალაზანმა პანკისში ხიდებამდე მისასვლელი გზები წაიღო

წუხანდელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა სოფლების – ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი საავტომობილო გზა თითქმის მთლიანად წაიღო. წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზაც.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ნაკვეთებიც.

ადიდებულ ალაზანს მიაქვს „ხადორი 3 ჰესის“ მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიც, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს, ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

სტიქიის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მდინარე ალაზანი ასეთი ადიდებული 2005 წლის შემდეგ არ ახსოვს.

წყარო : ,,რეგინფო”

https://www.youtube.com/watch?v=Q6eQIo5G9go&feature=youtu.be&fbclid=IwAR2zx-FTnjjGiYVBU8KBve797g1H4G6PQvT6Io1TO-hL4CgQanz7ZWGstXk

 

 

banner
წინა სტატიაშითუ ხელისუფლებამ არ იმოქმედა პროფესიონალურად, განმტკიცდება აზრი, რომ ეს კეთდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიებისთვის – ბაქრაძე
შემდეგი სტატიასაფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში