(video) „აეროსმიტის“ კონცერტი გრანდიოზული შოუთი გაიხსნა

„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული როკჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტი გრანდიოზული შოუთი გაიხსნა. მუსიკალური ჯგუფის სოლისტი მსმენელს ქართულად მიესალმა.

როკჯგუფი მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა. მუსიკალური ჯგუფი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია. „აეროსმიტმა“ საქართველოში ჩამოსვლამდე გრანდიოზული კონცერტი ისრაელში გამართა, სადაც შოუზე დასასწრები 45 000 ბილეთი გაიყიდა. როკჯგუფის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.

„აეროსმიტი“ ქართველ მსმენელს მადლობას უხდის. შესაბამისი ჩანაწერი როკჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდი მადლობა ბათუმის „ლურჯ არმიას“, საქართველოსა და „ბლექ სი არენას“ არაჩვეულებრივ თანამშრომლებს.

 

https://youtu.be/sY-qSBJ8YXk

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ტრამპმა საუდელ მეფესთან ხანჯლით იცეკვა
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: რუსული ინტერნეტ სერვისების გამოყენება არაა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა