(Video) “6 წელიწადი მესის შენი მაიმუნური ენა” – დაპირისპირება სოფლისმეურნეობსი მინიტრთან

რამდენიმესაათიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რაჭველ მევენახეებსა და ყურძნის ჩამბარებლებს შორის შეთანხმება მიღწეულია ადგილობრივები ყურძნის ჩაბარებას შეთანხმებულ ფასად – 8 ლარად ითხოვდნენ.

დღის ბოლოს მხარეები საბოლოოდ 7 ლარზე შეთანხმდნენ. ამას წინ უძღოდა ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წინ მევენახეებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა.

შეკამათება ადგილობრივებსა და ლევან დავითაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც მინისტრმა ტერიტორია დატოვა და მიმდინარე პროცესებს პოლიტიზირებული უწოდა.

რაჭველ მევენახეებსა და ყურძნის ჩამბარებლებს შორის შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივებმა გარკვეული პერიოდით გზა გადაკეტეს და აქციები დააანონსეს.

https://www.youtube.com/watch?v=_rt69Y96dIU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : სახელმწიფოს თანამდებობის პირები სინამდვილეში არიან ბუტაფორიები
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო