video 28 წლის ქართველი ბიზნესმენის ნატურალურმა წვენმა ბრიტანეთი აღაფრთოვანა

28 წლის ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა სასმელმა „სავსემ“ დიდი ბრიტანეთი აღაფრთოვანა. გუკა თავბერიძე ლონდონში ცხოვრობს და არაერთი დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც BBC-ს გადაცემაში სტუმრობისას გუკა თავბერიძემ აღნიშნა, ნატურალური წვენს დედის რეცეპტით ამზადებს.

„30 წლის წინ, დედაჩემს, ფეხმძიმობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. რის გამოც ექიმმა ისპანახის და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემოს გაბათილების გამო, დედამ სხვადასხვა ხილის შერევა დაიწყო, შედეგად კი ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა და დღემდე ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია“, – გუკა თავბერიძე.

მისივე თქმით, როდესაც საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა, ბიზნესიდეის მოფიქრება გადაწყვიტა. 2013 წელს გადაწყვიტა, საუკეთესო ბრენდის შექმნა, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ბაზარზე უკვე არსებულ მსგავს პროდუქციას. „BBC“-სთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ სახელზე ბევრი არ უფიქრია და ქართული სახელი – „სავსე“ შეურჩია, რადგან როგორც თავად ამბობს, ის სავსეა ვიტამინებითა და ბუნებრივი ინგრედიენტებით.

BBC-ის ინფორმაციით, გასული 12 თვის განმავლობაში “სავსეს” გაყიდვებმა 600%-ით მოიმატა.

https://youtu.be/2V7P7q5O7zc

 

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: „ქართულ ოცნებაში“ იმაზე ბევრი „ნაციონალია“, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია
შემდეგი სტატიასაია-ს საჩივარი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დაჯარიმების შესახებ აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წარმოებაში არ მიიღო