(Video) 20 ივნისის დღემდე უცნობი, სკანდალური კადრები – სპეცრაზმი აქციაზე დარბეულ ხალხს სადარბაზოებში ხელკეტებით, ფარებით და ჩაფხუტებით დასდევდა

„შაბათის კურიერმა“ მოიპოვა 20 ივნისის აქციის დარბევის კადრები, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ დასდევდა სპეცრაზმი 20 ივნისის აქციაზე დარბეულ ხალხს სადარბაზოებში ხელკეტებით, ფარებით და ჩაფხუტებით.

კადრებში პირდაპირ ჩანს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს. აღნიშნული მუხლი რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე სასჯელი შეეფარდება მათ, ვინც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და მოქალაქის პირადი ღირსება შეურაცხყო.

კადრებში ჩანს, როგორ აფურთხებს ბორკილებდადებულ ადამიანს პოლიციელი სახეში.

20 ივნისის სისხლიანი ღამიდან 24 დღე გავიდა. შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუსჯია სპეცრაზმელები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს, არც პოლიციელები, რომლებმაც დაკავებულებს ღირსება შეულახეს და სასტიკად მოეპყრნენ.

ამ დრომდე გამოუძიებელია, ვინ ესროლა დავით გრიგორიანს თავში, ვინ დაუმიზნა გიორგი სულაშვილს და მაკო გომურს თვალებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც გაყალბებული ჩვენებების შესახებ განუცხადებია. ხელისუფლებას 20 ივნისის სისხლიან ღამეზე არ დაუსჯია არავინ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/rustavi2/videos/1268293133321759/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში“ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები – ჯგუფური ძალადობა პოლიციელებისადმი და პარლამენტში შეჭრის მცდელობა” – ნათია მეზვრიშვილი
შემდეგი სტატია“ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს – სახეზე იყო ძალადობის შემდგარი ფაქტი” – ნათია მეზვრიშვილი